spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პრეზიდენტის რეზიდენციასთან ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება

ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია იმართება.

 

აქციის მონაწილეების თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილს ნამდვილად სურს ევროკავშირი, უნდა შეიწყალოს ახალგაზრდა, რომელიც მარტის აქციების დროს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს იცავდა.

 

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს. შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

 

ლაზარე გრიგორიადისს 25 სექტემბერს ერთი წლითა და 6 თვით პატიმრობა ოჯახური კონფლიქტის საქმეზე მიუსაჯეს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები