spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სტოლტენბერგი – დარწმუნებული ვარ, პოლონეთიდან უკრაინის სამხედრო დახმარებაზე, უთანხმოება არ იმოქმედებს

უკრაინა და პოლონეთი შეძლებენ მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული კონფლიქტის გადაწყვეტას, უკრაინელი ჯარისკაცებისთვის სამხედრო დახმარებაზე უარყოფითი ზემოქმედების გარეშე, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

ნატოს გენერალურ მდივანს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა უკრაინასა და პოლონეთს შორის კონფლიქტზე, რომელიც წარმოიშვა მას შემდეგ, რაც ვარშავამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის ცალმხრივად გაგრძელების შესახებ.

 

“მე ველი და დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა და პოლონეთი იპოვიან გზას ამ საკითხების გადასაჭრელად უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე ნეგატიური ზემოქმედების გარეშე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

15 სექტემბერს ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის მოხსნის შესახებ, რომელიც მოქმედებდა უნგრეთისთვის, პოლონეთისთვის, სლოვაკეთისთვის, ბულგარეთისა და რუმინეთისთვის.

 

ამის შემდეგ უნგრეთმა, სლოვაკეთმა და პოლონეთმა შეზღუდვები ცალმხრივად გაახანგრძლივეს.

 

უკრაინამ უპასუხა საჩივრის შეტანით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, რადგან მიიჩნევდა, რომ ასეთი ქმედებები პოლიტიკურად მოტივირებულად იყო.

 

კონფლიქტის ფონზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინისთვის იარაღის გადაცემას შეწყვეტს.

 

მოგვიანებით პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განმარტა, რომ პოლონეთის მთავრობის მეთაური გულისხმობდა მხოლოდ იმ თანამედროვე იარაღს, რომელიც ქვეყანამ ახლახან შეუკვეთა შეერთებულ შტატებსა და სამხრეთ კორეას.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები