გორთან, ავტობანზე 10 წუთის შუალედით, სამი ავარია მოხდა. “ტვ მონიტორინგის” ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, 6 მანქანა კი დაიმტვრა.
მისივე ცნობით, მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს დაეჯახა, რა დროსაც მას უკნიდან მანქანა შეეჯახა.
ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციას კიდევ ერთი მანქანა შეეჯახა.
შსს-ს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.