spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბლინკენი – პუტინის ქმედებები წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ასევე 2014 წელს და მანამდე საქართველოში, აჩვენებს, რომ ის უარყოფს ფუნდამენტურ პრინციპებს

ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ასევე 2014 წელს და მანამდე საქართველოში პუტინის რუსეთის ქმედებები აჩვენებს, რომ ის უარყოფს ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა ტერიტორიული სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბეიკერის საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტში დისკუსიისას განაცხადა.

 

“მე ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რა ხდება სინამდვილეში და ეს ჩვენთვის ძალიან ნათელია. თუ ერთ ნაბიჯს უკან გადავდგამთ და შევხედავთ, რა ეტაპზე ვართ, ჩვენ გვაქვს ცივი ომის შემდგომი ერის დასასრული. მიმდინარეობს ინტენსიური კონკურენცია, რათა მოხდეს იმის ფორმირება, თუ რა იქნება შემდგომ.

 

ერთ-ერთი კონკურენტი არის რუსეთი და პუტინის რუსეთის ქმედებები, რომლებიც მან განახორციელა, რომლებიც მათ განახორციელეს არა მხოლოდ გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, არამედ სულ მცირე, 2014 წელს და შესაძლოა მანამდე, საქართველოში 2008 წელს, 2009 წელს აჩვენებს, რომ ის უარყოფს არსებულ წესრიგს, ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც განსაზღვრავს წესრიგს – ტერიტორიულ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას”, – განაცხადა ბლინკენმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები