პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი და მისი ძმა დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ისინი 166-ე მუხლით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებული.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოქალაქეები შეკრების და მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.