spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ეს არის ტერორიზმი მისი ყველაზე საშინელი ფორმით, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი

ცალსახად ვგმობ „ჰამასის“ მიერ ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

 

“ეს არის ტერორიზმი მისი ყველაზე საშინელი ფორმით. ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ასეთი საშინელი თავდასხმებისგან“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.

 

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი კი დაშავდა.

 

ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია და აუცილებლად გაიმარჯვებს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები