spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ოსტინი – აშშ იზრუნებს, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც დასჭირდება თავის დასაცავად

აშშ იზრუნებს, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც დასჭირდება თავის დასაცავად, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

 

“ყურადღებით ვაკვირდები ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ვინც დაიღუპნენ თავდასხმის დროს. ჩვენი ვალდებულება ისრაელის უფლების დაცვაზე ურყევი რჩება და უახლოეს დღეებში თავდაცვის დეპარტამენტი იმუშავებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისრაელს ჰქონდეს ის, რაც მას დასჭირდება საკუთარი თავისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად განურჩეველი ძალადობისა და ტერორიზმისგან“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

 

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს გამთენიისას გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა “ჰამასმა“ აიღო. ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია და აუცილებლად გაიმარჯვებს.

 

თავდასხმის შედეგად ამ დროის მონაცემებით დაღუპულია ასი და დაშავებულია ათასამდე ადამიანი.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები