spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დანიელ ჰაგარი – ჩვენი მიზანია გავანადგუროთ ყველა ტერორისტი, რომლებიც შემოაღწიეს ისრაელში, გავასუფთაოთ ყველა ობიექტი

ბოლო მონაცემებით, ისრაელში “ჰამასის” თავდასხმის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

 

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 1104-მდე გაიზარდა. 17 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ისრაელის სამაშველო სამსახურმა მოქალაქეებს მოუწოდა, დაშავებულებისთვის სისხლი გაიღონ. დაბომბვის შედეგად დაშავებულთა დასახმარებლად ათობით მოქალაქე ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში მიდის.

 

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ “ჰამასის” მებრძოლებმა მძევლად აიყვანეს ისრაელის რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო მოსამსახურე.

 

“არსებობენ მძევლები და სამხედრო ტყვეები, რომლებიც “ჰამასმა” აიყვანა. ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს შორის არიან დაღუპულები. ზუსტი რიცხვი ჯერ არ გვაქვს – ჩვენ საომარ მდგომარეობაში ვართ”, – განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.

 

მისი თქმით, ისრაელის არმიამ 22 რაიონში “ჰამასთან” ძალიან რთული ბრძოლები ჩაატარა. ”ჩვენი მიზანია გავანადგუროთ ყველა ტერორისტი, რომლებიც შემოაღწიეს ისრაელში, გავასუფთაოთ ყველა ობიექტი”, – აღნიშნა მან.

 

7 ოქტომბერს “ჰამასმა” ისრაელზე ღაზას სექტორიდან მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა და 2000-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. საპასუხოდ, ისრაელის არმია პალესტინის პოზიციებს უტევს. ავიაცია ახორციელებს საჰაერო დარტყმებს ღაზას სექტორზე. ისრაელის არმია “მძიმე სახმელეთო საშუალებების” გამოსაყენებლად ემზადება. ისრაელის არმიის წარმომადგენელმა გააფრთხილა ღაზას სექტორთან მცხოვრები ისრაელელები, არ დატოვონ თავშესაფრები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები