spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა

ისრაელის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დღეს “პუნქტი 40 ალეფი” შემოიღო, რაც ომის ოფიციალურ გამოცხადებას ნიშნავს. ეს პუნქტი ქვეყანაში 1973 წლიდან არ შემოუღიათ.

 

“პუნქტი 40 ალეფი“ სამხედროებს მოქმედების სრულ თავისუფლებას ანიჭებს.

 

7 ოქტომბერს “ჰამასმა” ისრაელზე ღაზას სექტორიდან მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა და 2000-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. “ჰამასის” მებრძოლები ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, გაიტაცეს ათობით ადამიანი, არიან დაღუპულები და დაჭრილები.

 

ესკალაციის შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და თითქმის 1900 დაშავდა. ეს არ არის საბოლოო მონაცემები, რადგან ბევრი ადამიანი დაკარგულია, ხოლო მძევლების ბედი უცნობია.

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა ხანგრძლივ და რთულ ომში შევიდა, თუმცა აუცილებლად გაიმარჯვებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები