spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ისრაელის ელჩი გაეროში – ველურებთან მოლაპარაკების ეპოქა დასრულდა, “ჰამასი” უნდა განადგურდეს

ისრაელის ელჩი გაეროში გილად ერდანი აცხადებს, რომ მის ქვეყანას არ სურს არა მოლაპარაკება ტერორისტულ დაჯგუფება “ჰამასთან”, არამედ მისი განადგურება.

 

“ამ ველურებთან მოლაპარაკების ეპოქა დასრულდა. დროა, გაანადგუროთ “ჰამასის” ტერორისტული ინფრასტრუქტურა, მთლიანად წაშალოთ იგი დედამიწის პირიდან, რათა ასეთი საშინელებები აღარ განმეორდეს”, – განაცხადა ელჩმა გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული სხდომის დაწყებამდე.

 

ერდანმა ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირება მოახდინოს “ჰამასის” “დოკუმენტირებულ სამხედრო დანაშაულებზე” და დაგმონ ისრაელზე “დაუნდობელი ტერორისტული თავდასხმები”.

 

“ისრაელს აქვს ერთი, ერთადერთი მოთხოვნა. “ჰამასის” ომის დანაშაულები ცალსახად უნდა იყოს დაგმობილი. ეს ენით აუწერელი სისასტიკე უნდა იქნეს დაგმობილი. ისრაელმა უნდა მიიღოს მუდმივი მხარდაჭერა საკუთარი თავის და თავისუფალი სამყაროს დასაცავად”, – განაცხადა ელჩმა.

 

7 ოქტომბერს “ჰამასმა” ისრაელზე ღაზას სექტორიდან მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა და 2000-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. “ჰამასის” მებრძოლები ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, გაიტაცეს ათობით ადამიანი, არიან დაღუპულები და დაჭრილები.

 

ესკალაციის შედეგად ამ დროის მონაცემებით 700 ადამიანი დაიღუპა და 2200 დაშავდა. ეს არ არის საბოლოო მონაცემები, რადგან ბევრი ადამიანი დაკარგულია, ხოლო მძევლების ბედი უცნობია. დაღუპულთა შორის არიან აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის და უკრაინის მოქალაქეები.

 

ისრაელმა ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა ხანგრძლივ და რთულ ომში შევიდა, თუმცა აუცილებლად გაიმარჯვებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები