თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი, რომელმაც საფრანგეთში მასწავლებელი მოკლა, “ალაჰ აქბარს“ ყვიროდა.
ინციდენტი ქალაქ არასის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში დღეს მოხდა. თავდასხმა დანით შეიარაღებულმა ამავე სკოლის ყოფილმა მოსწავლემ განახორციელა. შედეგად 1 მასწავლებელი დაიღუპა, სკოლის დარაჯი და კიდევ ერთი პედაგოგი კი დაიჭრა.
პოლიციის ცნობით, 20 წლის დამნაშავე და ასევე მისი ძმა დაკავებულები არიან. ისინი წარმოშობით ჩეჩნეთიდან არიან.