რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები უკვე უნდა დაიწყოს და უნდა ეფუძნებოდეს უკრაინის სამშვიდობო ფორმულას.
“ჩვენთვის საუკეთესო გზა ამ მოლაპარაკებებში პროგრესის მისაღწევად არის უკრაინის სამშვიდობო ფორმულა და ჩვენ იმედი გვაქვს ჩინეთის მხარდაჭერის“, – განაცხადა ბორელმა.
ამასთან დაკავშირებით მან ჩინეთს მოუწოდა, გავლენა მოახდინოს რუსეთის ფედერაციაზე უკრაინაში აგრესიის შესაჩერებლად. მან გააფრთხილა ჩინეთის ხელისუფლება მოსკოვის პირდაპირი თუ არაპირდაპირი სამხედრო მხარდაჭერის შესახებ. “ამ დრომდე და მადლობას გიხდით ამისთვის, რუსეთის მხრიდან პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერა არ ყოფილა, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ევროპელმა დიპლომატმა.
გარდა ამისა, ბორელმა პეკინს სთხოვა, მიაღწიოს რუსეთის ფედერაციის დაბრუნებას შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში, რადგან ეს “ზემოქმედებს მთელ მსოფლიოში სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით“.