მე, გიორგი გახარიამ და ჩვენმა გუნდმა დავთმეთ პრაქტიკულად ყველაფერი, რისი დათმობაც შეიძლებოდა, – ამის შესახებ “საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ “ლელოსთან” მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
გახარია იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დამთავრდება.
“ეს მიმდინარე პროცესია, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ეს ყველაფერი დამთავრდება. მე გუშინაც ვთქვი, რომ აქ ბევრი დრო აღარ არის. მე გიორგი გახარიამ და ჩვენმა გუნდმა დავთმეთ პრაქტიკულად ყველაფერი, რისი დათმობაც შეიძლებოდა და არის რაღაც ვალდებულებები, რომელიც მეორე მხარემ კონკრეტულად ხაზარაძემ აიღო საკუთარ თავზე, რომლებიც რაღაც მიზეზების გამო ვერ სრულდება, როგორც ჩანს ვერ აღწევს გუნდში შეთანხმებებს, თუმცა მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი შედგება და დასრულდება წარმატებით.
ჩემი და ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი გახლავთ, რომ შევქმნათ პრეცედენტი ამ ქვეყანაში, როდესაც არჩევნების გზით შესაძლებელი გახდება ერთდროულად “ოცნების“ და “ნაციონალური მოძრაობის“ გადასვლა ოპოზიციაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, რომ თვალს ვხუჭავთ და არ ვითვალისწინებთ ჩვენს პარტიულ ინტერესებს და ქვეყნის და სახელმწიფო ინტერესებს ვაყენებთ ყველაფერზე მაღლა“, – განაცხადა გახარიამ.
“საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია და “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძეს მოლაპარაკებებს რამდენიმე დღეა, მართავენ.