წინასწარი მონაცემებით, პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია “კანონი და სამართლიანობა“ იმარჯვებს, რომელსაც იაროსლავ კაჩინსკი ხელმძღვანელობს.
ინფორმაციას პოლონური RMF24 Ipsos ეგზიტპოლის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეგზიტპოლის მიხედვით, პოლონეთის არჩევნებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდება:
“კანონი და სამართალი“ – 36,8%.
“სამოქალაქო კოალიცია” – 31,6%.
“მესამე გზა” – 13%.
მემარცხენე პარტიების კოალიცია – 8,6%.
“კონფედერაცია” – 6.2%.
ამგვარად, პარტიას “კანონი და სამართლიანობა” შეუძლია მიიღოს 200 ადგილი პოლონეთის პარლამენტში, “სამოქალაქო კოალიციას” დონალდ ტუსკის ხელმძღვანელობით – 163 ადგილი, “მესამე გზას” – 55 მანდატი, “მემარცხენეებს” – 30 მანდატი, “კონფედერაციას” – 12 მანდატი.
“ეგზიტპოლის შედეგები გვაძლევს მეოთხე გამარჯვებას ჩვენი პარტიის ისტორიაში საპარლამენტო არჩევნებში და მესამე გამარჯვებას ზედიზედ. ეს არის დიდი წარმატება ჩვენი ფორმირებისთვის და ჩვენი პროექტისთვის, პოლონეთისთვის”, – განაცხადა პარტიის ლიდერმა კაჩინსკიმ.
2015 წლიდან პოლონეთში ძალაუფლება ეკუთვნის კონსერვატიულ პარტიას “კანონი და სამართლიანობა”, რომელიც წარმოადგენს უმრავლესობას პარლამენტის ქვედა პალატაში, სეიმში. ამავე პარტიის წევრია ქვეყნის პრეზიდენტი ანჯეი დუდა.