აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი კვლავ ჩავიდა ისრაელში, რათა მოლაპარაკებები გამართოს ქვეყანაში “ჰამასის” ტერორისტების თავდასხმასთან დაკავშირებით, – ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
ბლინკენი ისრაელში ექვსი არაბული ქვეყნის ტურნეს შემდეგ დაბრუნდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კვლავ შეხვდება.
ბლინკენი ისრაელს 12 ოქტომბერს ეწვია. მან ნეთანიაჰუს აშშ-ის მხარდაჭერა გამოუცხადა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ დღეების განმავლობაში უკვე არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ შეძლებს ერთდროულად მხარი დაუჭიროს როგორც უკრაინას, ასევე ისრაელს.