ბრიუსელში, მეფე ბოდუენის სახელობის სტადიონთან ახლოს შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ფეხბურთის გულშემატკივრებს ცეცხლი გაუხსნა, – ინფორმაციას Het Laatste ავრცელებს.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ერთი ადამიანი სახლის სადარბაზოში მოკლეს, ორი კი ტაქსიში ჩაცხრილეს. ყველა გარდაცვლილი შვედეთის მოქალაქე იყო.
ტრაგედიის თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა სროლის დროს “ალაჰ აქბარს” ყვიროდა. ის სკუტერით იყო და კალაშნიკოვის ავტომატიდან ისროდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ “ისლამური სახელმწიფოს” წევრია.