spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა. რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისათვის ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ ინფორმაცია ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც არასრულწლოვანმა იმშობიარა.

 

14 წლის გოგოს მშობიარობის შესახებ ინფორმაცია აქტივისტმა თოზუ გულმამედლიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

 

“ადგილობრივების თქმით ბოლნისის რაიონი სოფელ ნახიდურში, ნაადრევი ქორწინების მსხვერპლი, მე-8 კლასის მოსწავლემ იმშობიარა. საქმეს იძიებს შსს. აშკარად ჩანს რომ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი ბავშვების დასაცავად“, – წერს გულმამედლი.

 

არასრულწლოვნის მშობიარობის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ დაუდასტურა „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის“ თავმჯდომარე სამირა ისმაილოვამაც.

 

“შემთხვევა ახლახან მოხდა და მე რამდენადაც ვიცი გუშინ საღამოს შეატყობინეს სამართალდამცავ უწყებებს. დღეს დაიწყო გამოძიება და დაკითხვები, მათ შორის სკოლის პერსონალის და ა.შ. ჩვენი ინფორმაციით, ეს გოგო გაიტაცეს და მოტაცებით შექმნილ ე.წ. ოჯახში ცხოვრობდა და ახლა, როდესაც ფაქტი დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა იმშობიარა, აქედან გახმაურდა ეს საკითხი“, – განაცხადა სამირა ისმაილოვამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები