spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რატი ბრეგაძე – ფარცხალაძის საქმეზე გამოძიებასთან დაკავშირებით უნდა ჰკითხოთ იმ ორგანოს, რომელიც აწარმოებს გამოძიებას, მე დეტალებზე ინფორმაცია არ მაქვს

ჩემთვის გაუგებარი და ამოუხსნელი ფაქტი, რატომ გაჭიანურდა პრეზიდენტის მხრიდან ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე გადაწყვეტილების მიღება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

 

“ფარცხალაძის საქმეზე გამოძიებასთან დაკავშირებით უნდა ჰკითხოთ იმ ორგანოს, რომელიც აწარმოებს გამოძიებას. მე დეტალებზე ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება მოქალაქეობას, ჩემთვის ეს იყო სრულიად გაუგებარი და აუხსნელი ფაქტი, რატომ გაჭიანურდა ამდენ ხანს. მე არავითარი ვერსია არ მაქვს. ჩვენ დიდი ხნის წინ მივაწოდეთ ამის შესახებ პრეზიდენტს ჩვენი გადაწყვეტილება და რეკომენდაცია და აქამდე რატომ არ მიიღო პრეზიდენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება, ჩემთვის ეს ფაქტი არის ამოუხსნელი და აუხსნელი.

 

როდესაც ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ მოქალაქეს ამავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდა, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ იმავე დღეს მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და გადაუგზავნა პრეზიდენტს შესაბამისი რეკომენდაცია მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე. ასე შეიძლება, თეორიულად ბევრმა ადამიანმა მიიღოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა, არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქემ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქემაც. ამის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად არ ვრცელდება. ეს არის პერსონალური ხასიათის ინფორმაცია და სხვა სახელმწიფოს შეუძლია, საერთოდ არ გასცეს პერსონალური ინფორმაცია. ჩვენთვის ეს არ იყო ცნობილი. როდესაც ოფიციალურად ცნობილი გახდა და მივიღეთ შესაბამისი დოკუმენტაცია, მას შემდეგ დავიწყეთ პროცესი. ზოგიერთ სახელმწიფოში არსებობს ორმხრივი, მათ შორის მრავალმხრივი მოქალაქეობა. შეიძლება, ბევრ სხვა მოქალაქესაც ჰქონდეს მიღებული სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა ისე, რომ ეს ქართული სახელმწიფოსთვის არ იყოს ცნობილი. ყველა ქვეყანაში ასეა. მას შემდეგ, რაც ხდება ოფიციალურად ცნობილი, მერე წყდება მოქალაქეობა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები