საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ ქალაქ არასში თავდასხმაში ბრალდებულის მამასთან დაკავშირებით საფრანგეთის საგამოძიებო სამსახურებს საქართველოსთვის არ მოუმართავთ.
“ამას იძიებს საფრანგეთის საგამოძიებო სამსახურები. როგორც ვიცი, მათ სამართლებრივი დახმარებისთვის საქართველოსთვის არ მიუმართავთ. სამართლებრივი დახმარების შესახებ, როგორც წესი, იგზავნება მოთხოვნა და შემდეგ ამის ფარგლებში ხდება საგამოძიებო საქმიანობის დაგეგმვა. ასეთი, როგორც ვიცი, არ ყოფილა“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ არასში სკოლის მასწავლებელზე თავდასხმისთვის დაკავებულის, 20 წლის მოჰამედ მოგუჩკოვის მამა რამდენიმე წლის წინ საფრანგეთიდან გააძევეს და ამჟამად საქართველოში ცხოვრობს.