spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჭიათურის მერმა სპორტულ კომპლექსში კალათბურთის რეაბილიტირებული დარბაზი გახსნა

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ დღეს საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილთან ერთად, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სპორტულ კომპლექსში, კალათბურთის და ფრენბურთის რეაბილიტირებული დარბაზი გახსნა.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა, რომლის მიხედვით მოხდა არსებული ხის იატაკის დემონტაჟი და ახლის მოწყობა, კედლების და ჭერის მოწესრიგება, კარ-ფანჯრების შეცვლა, განათების მონტაჟი, დარბაზის დახაზვა არსებული სტანდარტების მიხედვით და იატაკის შეღებვა.

 

სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს “გოლდ ენდ ბრომ“ შეასრულა. პროექტის ღირებულებამ 71 474 ლარი შეადგინა. 

 

ჭიათურის მერმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ახალი დარბაზის გახსნა მიულოცა და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

“ჭიათურაში მსგავსი პროექტების განხორციელება კვლავ გაგრძელდება, რადგან სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს იცხოვრონ სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესით, რაც ძალზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხია ჩვენთვის”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.

 

გახსნის ცერემონიალს ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები