spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კულება – აშშ უკრაინას ATACMS-ის რაკეტებს უწყვეტ რეჟიმში მიაწვდის

უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმდნენ უკრაინისთვის შორი მანძილის ATACMS რაკეტების მუდმივ მიწოდებაზე, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

 

“ATACMS-ის რაკეტების მუდმივი მიღება პირდაპირი შედეგია პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ ბაიდენს შორის შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნა ვაშინგტონში, სექტემბრის ბოლოს მათი შეხვედრის“, – განაცხადა კულებამ.

 

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მომავალში უკრაინა მიიღებს ATACMS-ის რაკეტებს, რომლებსაც 300 კილომეტრის მოშორებით სამიზნეებზე იერიშის მიტანა შეუძლიათ.

 

რამდენიმე დღის წინ უკრაინელმა სამხედროებმა დროებით ოკუპირებულ ლუგანსკსა და ბერდიანსკის აეროდრომებს რაკეტები ესროლეს. მოგვიანებით ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავდასხმისთვის ამერიკული ATACMS-ის რაკეტები გამოიყენეს.

 

ინფორმაცია პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაადასტურა.

 

მედიის ცნობით, უკრაინას ამ დრომდე მხოლოდ 20-მდე ასეთი რაკეტა აქვს მიღებული.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები