spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გრიგოლ ლილუაშვილი – ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა.

 

“ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ორგანიზაციების ან დაქვემდებარებული ორგანიზაციების დახმარებას მტრულ საქმიანობაში. ეს მუხლი ითვალისწინებს სასჯელს 7-იდან 15 წლამდე.

 

რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმის შესახებ გამოძიების დაწყებიდან მეორე დღესვე გამოიკითხა და არა დაიკითხა, რადგან ჩვენ სამსახურს კანონმდებლობით გამოკითხვის უფლება გვაქვს. მინდა, გითხრათ, რომ ფარცხალაძის მიერ გამოკითხვის რეჟიმში მოწოდებული ინფორმაცია არაფრით განსხვავდება იმ ინფორმაციისგან, რომელიც მან განათავსა საჯარო სივრცეში. ასე რომ, შინაარსს ადვილად მიხვდებით. მან საჯარო სივრცეში რაც განაცხადა, ამაზე დიდი არაფერი განუცხადებია.

 

ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება გამოძიების გეგმის მიხედვით გაიწერა. მათი უმეტესი ნაწილი შესრულებულია, ნაწილი კი შესრულების პროცესში“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები