spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდმა იემენის სანაპიროს მახლობლად სამი რაკეტა ჩამოაგდო

შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ხომალდმა USS Carney-მ გაანადგურა რაკეტები, რომლებიც შესაძლოა, იემენიდან გაისროლეს, – ინფორმაციას CNN აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ რაკეტები გასროლილი იქნა ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუთის“ მებრძოლების მიერ, რომლებიც ჩართული არიან იემენში მიმდინარე კონფლიქტში.

 

კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ იემენის სანაპიროსთან ამერიკულმა გემმა სულ 2-3 რაკეტა ჩამოაგდო.

 

“გაურკვეველია, რისკენ იყო მიმართული რაკეტები. შესაძლოა, გასროლილი ყოფილიყო USS Carney-ის მიმართულებით ან მიმართული ყოფილო სხვა სამიზნეზე”, – აცხადებს ოფიციალური პირი.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები