spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დანილოვი – მესამე მსოფლიო ომი დაიწყო 2008 წელს, როცა რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, ახლა აქტიურ ფაზაში გადავიდა

მესამე მსოფლიო ომი 2008 წელს დაიწყო და ახლა ცხელ ფაზაშია, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

 

ტელემარათონის ეთერში დანილოვს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა მოსაზრებაზე, რომ ისრაელზე ჰამასის თავდასხმით დაიწყო მესამე მსოფლიო ომი, ვინაიდან უკვე აშკარად გაჩნდა ბოროტების ღერძი, რომლის წინააღმდეგაც ცივილიზებული სამყარო იბრძვის.

 

“მესამე მსოფლიო ომი დაიწყო 2008 წელს, როცა რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა საქართველოს და წაართვა ტერიტორიის ნაწილი, შემდეგ იყო ვითარება 2014 წლის თებერვალში. ომი ახლა აქტიურ ფაზაში გადავიდა, ცხელ ფაზაში გადავიდა 2024 წლის 24 თებერვალს და რაც ახლა ხდება ისრაელის ტერიტორიაზე, სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე, უკვე შედეგია, უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ არის ბოლო ომი (კონფლიქტი), რომელსაც ჩვენ უახლოეს მომავალში შევხვდებით, ნახეთ, სამყარო დიდ მოძრაობაში მოვიდა… და ახლა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად დავუსვამთ წერტილს ამ საკითხს, რათა, ღმერთმა ქნას ის მთელ მსოფლიოში გავრცელდეს“, – განაცხადა დანილოვმა.

 

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა მსოფლიომ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

 

“და მე ვფიქრობ, რომ პასუხისმგებელ პოლიტიკოსებს, მათ შორის შეერთებულ შტატებს, ესმით, რომ მათ უნდა დაასრულონ ეს რაც შეიძლება მალე. ერთხელ და სამუდამოდ”, – განაცხადა დანილოვმა.

 

მისივე თქმით, თუ საქართველო და მოლდოვა რუსეთის ფედერაციისგან თავიანთი ტერიტორიების გათავისუფლებას დაიწყებდნენ მაშინ, როცა უკრაინაში ომია, მაშინ ერთად უფრო სწრაფად მოგვარდებოდა აგრესორის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხი.

 

“ჩემი პოზიცია ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში აგრესია დაიწყო, იყო და ვთქვი: თუ ქართველები და მოლდაველები დაიწყებდნენ თავიანთი ტერიტორიების გათავისუფლებას რუსი ოკუპანტებისგან, მაშინ ამ საკითხს ბევრად უფრო სწრაფად მოვაგვარებდით, მაგრამ ეს მათი მთავრობების გადაწყვეტილებაა, ეს არის ამ ქვეყნების გადაწყვეტილება. მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენი დახმარებით, ანუ როდესაც ჩვენ დავამარცხებთ რუსებს, ისინი ძალიან სწრაფად გაათავისუფლებენ თავიანთ ტერიტორიებს“, – განაცხადა დანილოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ  ყარაბაღის ვითარებამ აჩვენა რუსების სრული უუნარობა იყოს პარტნიორი, პასუხისმგებელი იყოს მათ სიტყვებზე და ა.შ., რადგან ისინი სომხებს უამრავ გარანტიას აძლევდნენ.

 

“მე ვარ იმის მომხრე, რომ ყველა კონფლიქტი, რომელიც არსებობს მსოფლიოში, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. უფრო მეტიც, ისინი უნდა დასრულდეს სამართლიანად. და რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას ასეთი დანაკარგებით…

 

2008 წელს მსოფლიოს რომ ეპასუხა იმდროინდელი ჰიტლერისთვის, სახელად პუტინი და 2014 წელს, როცა ყირიმის საკითხი იყო, ვფიქრობ, გაცილებით ნაკლები დანაკარგი იქნებოდა, მაგრამ ეს ისტორიაა. ჩვენ თვითონ უნდა ვაკეთოთ საქმე. ჩვენ უნდა დავამარცხოთ მტერი“, – განაცხადა დანილოვმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები