spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საპატრიარქო – არქიმანდრიტმა მელქისედეკმა გადაცდომა აღიარა და წერილობითი სახით შენდობა ითხოვა შეცდომის გამო

საპატრიარქოში სინოდის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს სოფელ მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის სავანის არქიმანდრიტ მელქისედეკის (მიქავა) გამონათქვამები, რომელიც მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილებში იყო ასახული.

 

“არქიმანდრიტ მელქისედეკს (მიქავა) განემარტა, რომ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მიმართ გამოთქმული უარგუმენტო ბრალდებები, მისი სამღვდელო ხარისხის შეჩერების საფუძველს ქმნის და გაფრთხილების შემდეგ, მსგავსი ცილისწამებების განმეორების შემთხვევაში სწორედ ეს შედეგი დადგებოდა უპირობოდ.

 

არქიმანდრიტმა მელქისედეკმა გადაცდომა აღიარა და წერილობითი სახით შენდობა ითხოვა შეცდომის გამო.

 

კომისიას ესწრებოდნენ: სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი); ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა); ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი);  დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი; დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი; დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე (მოწვეული); დეკანოზი ავგუსტინე დუნდუა (მოწვეული)“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები