spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ქადაგიშვილი – პრევენცია მუშაობს და ასეთი საფრთხეები თავიდან არის აცილებული

უშიშროების სამსახურის მთავარი ამოცანაა, საფრთხე, რომელიც შეიძლება ქვეყანაში წესრიგს, კონსტიტუციურ წყობას ემუქრებოდეს, პრევენციულად იქნეს აღკვეთილი. უშიშროების წარმატებული საქმიანობა სწორედ ამაშია, რომ არ დადგეს რაიმე მძიმე ფაქტი ქვეყნის უსაფრთხოების ან სხვა საკითხის გამო, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა სახელმწიფო გადატრიალების შესახებ სუსში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.

 

მისი თქმით, გამოძიებას უამრავი მასალა ჰქონდა მოპოვებული და სწორედ ამ ქმედებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ პრევენცია მუშაობს და ასეთი საფრთხეები თავიდან არის აცილებული.

 

“სუსის ხელმძღვანელმა კარგად ახსნა  დეპუტატებისთვის ეს ვითარება, რომ გამოძიება იწყება ყოველთვის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. გამოძიებას ჰქონდა უამრავი მასალა ამასთან დაკავშირებით მოპოვებული, შესაბამისი გამოკითხვებიც ჩატარდა, საზოგადოებაც იქნა იმ დროს ინფორმირებული, როცა გამოძიებამ ეს  საჭიროდ ჩათვალა და ესეც ყველაფერი კანონის ფარგლებშია. გამომდინარე აქედან,  სწორედ ამ ქმედებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ პრევენცია მუშაობს და ასეთი საფრთხეები თავიდან არის აცილებული.  უშიშროების სამსახურის მთავარი ამოცანაა, საფრთხე, რომელიც შეიძლება ქვეყანაში წესრიგს, კონსტიტუციურ წყობას ემუქრებოდეს, პრევენციულად იქნეს აღკვეთილი. უშიშროების წარმატებული საქმიანობა სწორედ ამაშია, რომ არ დადგეს რაიმე მძიმე ფაქტი ქვეყნის უსაფრთხოების ან სხვა  საკითხის გამო“,  – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები