spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჯეიმს ობრაიენი – ვფიქრობ, ჩვენი ამოცანაა დავეხმაროთ მათ კარგი არჩევნების ჩატარებაში

სენატში, ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტში, მოსმენა გაიმართა, სადაც საქართველოზე იმსჯელეს. მსჯელობის საგანი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და საქართველოში შეერთებული შტატებიდან გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა იყო.

 

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯეიმს ობრაიენმა განაცხადა, რომ შტატები 2024 წლის არჩევნებისთვის, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გაგზავნის გადაწყვეტილებამდე, გაეროს პირველად მოხსენებას დაელოდება.

 

მისივე თქმით, ამ პროცესში უკვე ჩართულია შტატების ახალი ელჩი მის ევროპელ კოლეგებთან ერთად.

 

“ჩვენ ველოდებით გაეროში, არჩევნებისთვის მოსამზადებელი ოფისის პირველად ანგარიშს, რომელიც გვეტყვის, როგორი უნდა იყოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის დიზაინი საქართველოში, რის შემდეგაც, ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები იქნება მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი და ეს ჩვენ ქართველ ხალხთან და ძალიან კარგ პარტნიორებთან, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეგვიძლია, რომ უზრუნველვყოთ.

 

ვესაუბრეთ აქტივისტებს საქართველოდან და ისინი ამბობენ, რომ საქართველო მათი ქვეყანაა და რომ ისინი არსად მიდიან იმ ქვეყნიდან და რომ იქ იქნება დემოკრატია. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენი ამოცანაა დავეხმაროთ მათ კარგი არჩევნების ჩატარებაში”, – განაცხადა ობრაიენმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები