ბორჯომის მუნიციპალიტეტთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს.
აქციის ფარგლებში, დასუფთავდა გოგირდის აბანოებთან მისასვლელი ტერიტორია. ახალგაზრდებმა ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს.
“დასუფთავების მიზანს ახალგაზრდა თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნების ხელშეწყობას წარმოადგენს”,- განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სპეციალისტმა ლანა გიორგიძემ.