spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ისრაელი ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციას აფართოებს

ისრაელის სახმელეთო ჯარები დღეს საღამოდან ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციებს გააფართოებს, – ამის შესახებ IDF-ის წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, ბოლო საათებში ღაზას სექტორზე თავდასხმები გაიზარდა.

 

“საჰაერო ძალები ძალიან აქტიურია მიწისქვეშა ობიექტებზე და ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმაში. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ მიერ განხორციელებული შეტევითი მოქმედებების შემდეგ, სახმელეთო ძალები ამაღამ აფართოებენ სახმელეთო ოპერაციებს“, – განაცხადა ჰაგარიმ.

 

მისივე თქმით, ისრაელი გააგრძელებს ღაზას ქალაქსა და მის შემოგარენში შეტევას და გააგრძელებს ღაზას ქალაქისა და მისი შემოგარენის მცხოვრებლების მოწოდებას სამხრეთით გადაადგილებისკენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები