“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიმართა, რომ მან უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, როცა დეპუტატებს მესამე პრეზიდენტთან შესვლა აუკრძალა.
“ბატონო თავმჯდომარევ, დღეს კიდევ ერთხელ მინდა მოგმართოთ, რომ თქვენ მიიღეთ უკანონო გადაწყვეტილება, როცა აუკრძალეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს პაემნის საშუალება მიხეილ სააკაშვილთან. აი ამის შემდეგ უნისონში მოვიდა თქვენთან და გუშინ ვიხილეთ სასამართლოს გადაწყვეტილება და ერთ-ერთი კონტროლირებადი სასამართლოსი, ოღონდ თქვენ ვერ აკონტროლებთ, ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, ეს თქვენთვის დიდი ფუფუნება იქნებოდა თქვენ რომ აკონტროლებდეთ. სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელმაც ღილაკზე თითის დაჭერით პირდაპირ სიტყვის თქმის უფლება აუკრძალა. რატომ გეშინიათ, რისი გეშინიათ, ალბათ, სწორედ გეშინიათ მინდა გითხრათ და ის, რომ თურმე პოლიტიკური შეხვედრები დაარქვით ჩვენ შეხვედრებს მასთან და ამიტომ აღარ გვაძლევთ უფლებას, თქვენი გადასაწყვეტი არ არის, ჩვენი კანონით მინიჭებული უფლებით შესვლის შემდეგ საპატიმროში ვის რა თემაზე დაველაპარაკებით, ეს ჩვენი ნებაა”, – განაცხადა ბოტკოველმა.
მისივე განცხადებით, გუშინდელმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “ქართულ ოცნებას” არ აქვს უფლება, რომ სასამართლოს სამართლიანობისთვის, თავისუფლებისთვის რამეს აკეთებს და რომ ეს არის სასამართლო, რომელსაც კლანი აკონტროლებს.