spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თეონა აქუბარდია – ის, რაც ოცნების კაცუნამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია

მმართველი გუნდის დეპუტატ ირაკლი ბერაიას მხრიდან შეურაცხყოფას ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

“ის, რაც “ოცნების” კაცუნამ ირაკლი ბერაიამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია. სუსის მეთოდები არ გამაჩუმებს, მაშინ როცა მათი მთავრობის წევრი პუტინთან ერთად სადილობს და დარბაზში მის გამოსვლას ესწრება, მაშინ როცა პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ფლაგმანი ხდება და მაშინ, როცა რუსული ოკუპაცია ოცნებას წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა ჰგონია და პასუხისმგებლობას ამით იცილებს თავიდან. ამას ალბათ, გაგრძელებაც მოჰყვება, მაგრამ სუსს და ოცნებას ვეტყვი, რომ მათი არ მეშინია და ვერ გამაჩუმებენ!” – წერს აქუბარდია.

 

ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა პარლამენტში მიაყენა.

 

“რეალური მიზეზი, რის გამოც ქალბატონი აქუბარდია ყოველთვის მოიხსენიებს ბოლო ერთი წელია ჩვენს კომიტეტს და მეც არცთუ ისე, რა თქმა უნდა, სახარბიელოდ, მე არ მინდა ის სიტყვები ვთქვა, ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება, მისნაირებთან და ვიღაც-ვიღაცებთან სელფების გადაღებისა და “გაფეისბუქების” საშუალება, აეროპორტის ლაუნჯებში შესვლის, იქ გასკდომისა და გამოთრობის საშუალება და გაშხლართვის – და ვინც მას იცნობს, ძალიან კარგად მიხვდება, მე რაზე ვსაუბრობ. და შესაბამისად, მოვუწოდებ მე ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს”, – განაცხადა ბერაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები