spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ისრაელის თავდაცვის სამინისტრო – IDF-მა ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის დროს მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია

ისრაელის სამხედროებმა მნიშვნელოვანი პროგრესი მიაღწიეს ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის დროს, თუმცა ამისთვის ქვეყანამ მნიშვნელოვანი ფასი გადაიხადა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ღაზას სექტორში მოქმედი ძალების წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება და ბრძოლის ველზე შედეგები და მიღწევები ძალიან მაღალია.

 

“სამწუხაროდ, ომშიც არის ფასები და ეს ფასები ბოლო დღეს მაღალი იყო“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

როგორც მან განმარტა, ამის მიუხედავად, ისრაელს გადაწყვეტილი აქვს გააგრძელოს და გაიმარჯვოს.

 

7 ოქტომბერს “ჰამასი” ისრაელს თავს დაესხა. თავდასხმის დროს მათ მოკლეს და ასევე გაიტაცეს სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები. ამის შემდეგ ისრაელმა ოპერაცია “რკინის ხმლები” გამოაცხადა.

 

27 ოქტომბერს ისრაელის არმიამ დაიწყო ღაზაზე თავდასხმის გააქტიურება დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე გამოაცხადეს სახმელეთო ოპერაციების გაფართოების შესახებ.

 

დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ “ჰამასის” დაჯგუფების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მესამე ეტაპის დაწყება გამოაცხადა, რაც ღაზას სექტორში სახმელეთო შეღწევის გაფართოებას გულისხმობს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები