spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ბორჯომში სამ ლოკაციაზე QR კუბი დამონტაჟდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ბორჯომში სამ ლოკაციაზე QR კუბი დამონტაჟდა.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, QR კუბზე დატანილი შტრიხკოდის დასკანერებით, ქალაქის მცხოვრებლები და ტურისტები ღირსშესანიშნაობების და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ინფორმაციას ქართულ და ინგლისურ ენებზე მიიღებენ.

 

QR კუბი ერთგვარი საინფორმაციო გიდის ფუნქციას ითავსებს და ქალაქის სტუმრებს ვირტუალური ტურების მოწყობაშიც ეხმარება.

 

“ბორჯომი ტურისტული ქალაქია. გაკეთდა ძალიან მაგარი პროექტი. დააყენეს QR კუბი – საკუთარი ტელეფონით შეგიძლია, მიანათო და გაიგო ამა თუ იმ ისტორიული ძეგლის შესახებ. ეს ძალიან სასიამოვნო და კომფორტულია, როგორც ბორჯომელებისთვის, ასევე ტურისტებისთვის“, – აცხადებს ბორჯომის მერი ოთარ არბოლიშვილი.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები