spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სასამართლომ ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე 2 000-2 000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები – ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე 2 000-2 000 ლარით დააჯარიმა.

 

მოსამართლემ სამივე მათგანი წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ცნო დამნაშავედ.

 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ჯარიმის გადახდას არ აპირებენ და სააპელაციოში გასაჩივრებას გეგმავენ.

 

საქმე ეხება გლდანში 22 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეს და მის მეგობრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

თავდასხმის შემდეგ ადგილზე პარტიის ლიდერებიც მივიდნენ, რის შემდეგაც დაპირისპირება მოხდა პოლიციელებთან. პოლიციელებმა ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები