spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ალეკო ელისაშვილს პლენარული სხდომა დღესაც დაატოვებინეს

პარლამენტში პლენარული სხდომა ხმაურით დაიწყო. დეპუტატ ალეკო ელისაშვილს სურდა “ქართული ოცნების” დეპუტატ ირაკლი ბერაიას მხრიდან თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფაზე ესაუბრა, რისი საშუალებაც არ მისცეს.

 

“ბატონო ალეკო, გუშინაც გითხარით, დაიოკეთ ნერვები, არ არის საჭირო, გუშინ იქნა ეს საკითხი აქ ნათქვამი, პასუხი ყველამ მიიღო, არ არის საჭირო ზედმეტი ემოციები”, – განაცხადა პაპუაშვილმა, რასაც ელისაშვილის პროტესტი მოჰყვა.

 

პარლამენტი თავმჯდომარემ მანდატურებს მოუწოდა, ის დარბაზიდან გაეყვანათ. 

 

მოგვიანებით პაპუაშვილმა ამ თემაზე საუბრის საშუალება არც დეპუტატ ხატია დეკანოიძეს მისცა და მიკროფონი გაუთიშა.

 

ელისაშვილს დარბაზი გუშინაც დაატოვებინეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები