spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია

“ავერსის” კლინიკიდან გუშინ გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია.

 

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.

 

“იმედის” ინფორმაციით კი,  გაქცევის შემდეგ 18 წელს მიუღწეველი პატიმარი საკუთარ სახლში წავიდა, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

 

სამი პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო.

 

არსებული ინფორმაციით, გაქცეული პატიმრების საქმეზე საბადრაგო სამსახურის ერთი თანამშრომელია დაკავებული. ის იმ საბადრაგო ჯგუფის უფროსი იყო, რომელსაც პატიმრების ავერსის კლინიკაში სამედიცინო კვლევებზე გადაყვანა ევალებოდა.  

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები