ისრაელის სახმელეთო ძალებმა მთლიანად ალყა შემოარტყეს ქალაქ ღაზას, ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი არ არის, – ამის შესახებ IDF-ის პრესმდივანმა, კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა.
”ჩვენმა ჯარებმა დაასრულეს ქალაქი ღაზას, “ჰამასის” მოქმედების ცენტრის ალყა”, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, “ჰამასის” ლიდერი ისმაილ ჰანიე, რომელიც კატარში ცხოვრობს, ირანში საკუთარი თვითმფრინავით უნდა ჩავიდეს.
“ისინი ცდილობენ ჩვენი ყურადღების გატანას ღაზას პრობლემის გადაწყვეტისგან და ჩვენ ორიენტირებული ვართ “ჰამასზე“, – აღნიშნა ჰაგარმა.
კითხვაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მან განაცხადა, რომ “ტერმინი “ცეცხლის შეწყვეტა“ ამ დროისთვის დღის წესრიგში საერთოდ არ დგას“.