კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.
1 ნოემბერს, ერთ-ერთი კლინიკიდან გამოკვლევაზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა. კლინიკის ინფორმაციით, პატიმრები ბადრაგებს ჰყავდათ, რა დროსაც ისინი გაიქცნენ.
2 ნოემბერს გაქცეული სამივე პატიმარი დააკავეს.
ამავე საქმეზე დაკავებულია საბადრაგო ჯგუფის უფროსი, რომელსაც დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.