spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ჩიქოვანი – ოპოზიციას უნდა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანაში დესტაბილიზაციის წყარო გახადოს

ოპოზიციას უნდა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანაში დესტაბილიზაციის წყარო გახადოს. ამის არაერთ მცდელობას ვხედავთ, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა “იმედის” ეთერში განაცხადა.

 

“ამ ყველაფერს არც მალავენ და ამბობენ, რომ თუ სტატუსს არ მივიღებთ, ხელისუფლებას რევოლუციას მოუწყობენ. ისინი ამ ჩარჩოში მოქმედებენ და ამ მიზნის მისაღწევად იყენებენ ყველაფერს, მათ შორის ტყუილებსაც.

 

როდესაც სახელმწიფოს აქვს პროგრესი რეკომენდაციების შესრულებაში და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი აისახება და შესაბამისი გადაწყვეტილება გვექნება, ოპოზიციამ უნდა მიმართოს იმ ადამიანებს, რომლებსაც ამდენი ხანია ატყუებენ, რატომ მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ყველამ ერთად დავიმსახურეთ კანდიდატის სტატუსი”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები