აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთში ჩავიდა.
ბლინკენი ისრაელისა და “ჰამასის” ომთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰაკან ფიდანს შეხვდება.
მანამდე ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით ერაყს ეწვია, სადაც შეხვედრა გამართა ერაყის პრემიერ-მინისტრთან, მუჰამედ შია ალ-სუდანთან. ასევე, იმყოფებოდა ისრაელსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ რამალაში, სადაც პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს შეხვდა.