კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
პირველ ნოემბერს ერთ-ერთი კლინიკიდან გამოკვლევაზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა. 2 ნოემბერს სამივე დააკავეს.
დაკავებულია ასევე საბადრაგო ჯგუფის უფროსი და შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ერთი ადამიანი.