spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვაკის პარკის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს და ექსპერტს პატიმრობა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს გიგა გიგაშვილს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ გიგა გიგაშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივ გულგრილობაში.

 

ამავე საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, ექსპერტს, მშენებლობა-დიზაინის სპეციალისტს ვახტანგ ლონდარიძეს თავისუფლების ერთი წლითა და ექვსი თვით აღკვეთა შეეფარდა, მას ექსპერტიზის ყალბი დასკვნის დამზადება-გამოყენებაში ედება ბრალი.

 

“გრინსერვის პლუსს”,  შპს “მშენექსპერტს” და “ექსპერტიზა დიზაინს” ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმების – 250 000, 100 000 და 50 000 ლარის გადახდა დაეკისრათ.

 

2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში თამაშის დროს ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღებისას სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი დაშავდა. ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ ცხრა პირს სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენებისა და გასაღების ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები