სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმაურება.
“მინდა მწუხარება გამოვხატო კესარია აბრამიძის შემზარავი მკვლელობის ფაქტის გამო! პირველ რიგში ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს და იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავე უმოკლეს ვადებში და უმკაცრესად იქნება დასჯილი.
ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების და საზოგადოების რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს“, – წერს იოსელიანი.
კესარია აბრამიძე მოკლული დღეს იპოვეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.