ეს არის სწორედ იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში “რუსული ოცნება” აწარმოებს, ხელისუფლება, რომელიც მუდმივად აპელირებს და მხოლოდ საარჩევნო კამპანიად იყენებს სიტყვა “მშვიდობას”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ჩვენ გვინდა რეალური მშვიდობა, რომელიც ამ ქვეყანაში საბოლოოდ დაამკვიდრებს თავისუფლებასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
სუსის დღევანდელი განცხადება ასახავს ხელისუფლების რეალურ სახეს, ის, რომ დღეს საქართველოს მოქალაქე მოკლეს, ეს არის ხელისუფლების დაუდევარი, არათანმიმდევრული, მოღალატეობრივი ქმედებების შედეგი”, – განაცხადა ბოტკოველმა.
რუსმა ოკუპანტებმა დღეს კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.