spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – გუშინდელმა შემზარავმა მკვლელობამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ “რუსული ოცნების” ნარატივი მშვიდობაზე სრულიად ყალბია

გუშინდელმა შემზარავმა მკვლელობამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ სრულიად ყალბია „რუსული ოცნების“ ნარატივი, მათ შორის, როდესაც ის გვესაუბრება მშვიდობაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ხელისუფლებას არჩეული აქვს შემრიგებლური პოლიტიკა მტერთან და ეს იძლევა იმ შედეგს, რომელიც გუშინ ყველამ ნახა.

 

“განა ეს არის მშვიდობა, როდესაც ჩვენს მოქალაქეს, რომელიც მამის საფლავზე მიდის სალოცავად, ზურგში ესვრიან რუსული საოკუპაციო ძალები და კლავენ? ერთადერთი გზა რეალური მშვიდობის მიღწევის და იმის, რომ ჩვენი მოქალაქეები ყველგან, საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ დაცული, არის საქართველოს გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში, ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ვიმუშაოთ თითოეულმა ჩვენგანმა. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, მათ აქვთ არჩეული კოლაბორაციონისტული, შემრიგებლური პოლიტიკა მტერთან და ეს რას იძლევა, ამას გვიჩვენებს, მათ შორის ის უმძიმესი ფაქტები, როგორიც ვიხილეთ გუშინ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები