საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმაურება.
“ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობას რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ. მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საქართველოს დაკავებული მოქალაქე და შეწყდეს რუსეთის უკანონო ყოფნა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში”, – წერს ელჩი.
რუსმა ოკუპანტებმა 6 ნოემბერს კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.