spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია გასცა

ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია გასცა, – ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

 

მისი თქმით, უკრაინამ უკვე დაასრულა იმ რეფორმების 90%, რასაც ევროკავშირი მისგან ელოდა, ამასთან, პირობაა მომავალში დაუმთავრებელი რეფორმების განხორციელების გაგრძელება.

 

“ათი წლის წინ დაიწყო პროტესტი მაიდანზე, ადამიანები დაიხოცნენ, ცეცხლი გაუხსნეს, რადგანაც მათ ხელში ეჭირათ ევროკავშირის დროშა და ათი წლის შემდგომ ისტორიული დღე გახლავთ, რადგანაც კომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ საბჭომ დაიწყოს ევროკავშირის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში. ასევე, საუბარი გახლდათ ბოსნია-ჰერცეგოვინაზე. როგორც კი დაკმაყოფილდება წევრობის კრიტერიუმები, დაიწყება შემდგომი ნაბიჯების გადადგმა”, – განაცხადა ლაიენმა.

 

მისივე თქმით, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.

 

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2022 წლის მარტში შეიტანეს. უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი, საქართველომ კი ევროპული პერსპექტივა მიიღო. სტატუსის მოსაპოვებლად ქვეყანას 12 რეკომენდაციის შესრულება დაევალა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები