ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია.
“ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ურყევი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი.
ევროკომისია დღეს რეკომენდაციას აძლევს საქართველოს, მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
ევროკავშირის კარი ღიაა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე”, – წერს ბორელი.