უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
“მივესალმები დღევანდელ რეკომენდაციას ევროკომისიისგან, რათა დავიწყოთ მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ეს არის ძლიერი და ისტორიული ნაბიჯი, რომელიც გზას ხსნის უფრო ძლიერი ევროკავშირისკენ უკრაინასთან და მის წევრებთან ერთად.
დღეს უკრაინისა და მთელი ევროპის ისტორიამ სწორი ნაბიჯი გადადგა. ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში უნდა იყოს. უკრაინელები ამას იმსახურებენ ევროპული ფასეულობების დაცვით და იმითაც, რომ სრულმასშტაბიანი ომის დროსაც კი, ჩვენ ვასრულებთ სიტყვას სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებით. ყველა აუცილებელ გადაწყვეტილებას ვიღებთ.
მადლობას ვუხდი ევროკავშირსა და პირადად ურსულა ფონ დერ ლაიენს უკრაინისა და ჩვენი ევროპული გზის მხარდაჭერისთვის.
უკრაინა აგრძელებს რეფორმების გზას და ელოდება დეკემბერში ევროკომისიის გადაწყვეტილებას.
მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება! დიდება უკრაინას!”, – წერს ზელენსკი.
ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის კი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია გასცა.