უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი დავით არახამია საქართველოს მოქალაქეებს ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას ულოცავს.
“ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მიღებულ დადებით რეკომენდაციას. ეს ისტორიული შედეგი ქართველი ხალხის ურყევი ნებისა და თავისუფლებისთვის მუდმივი ბრძოლის დამსახურებაა.
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად”, – წერს არახამია.
8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, უკრაინასა და მოლდოვასთან კი ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.